Saturday, April 26, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: როგორ დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან.

პროექტის მთავარი იდეა: დავიცვათ ბუნება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისაგან.

პროექტის აქტუალობა: ეკოლოგიური თვალსაზრისით -დაბინძურების წყარო შესაძლებელია იყოს ბუნებრივი პირობებით გამოწვეული, ადამიანის ჩარევით, მტვერი, ვულკანი, წიაღისეული საწვავის წვა, ტყის ხანძარი, ტრანსპორტი, სინთეზური პოლიმერული ნარჩენების წვა და ა.შ.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიპოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია ბუნების დაბინძურების შესახებ, მცენარის მავნებლებთან ბრძოლა ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით. მცენარეების გადარგვა ღია ბუნებაში [სკოლის ეზოში, გადამწვარ ტერიტორიებზე, უბნებში, რომელიც ხელს შეუწყობს ჟანგბადის დაგროვებას ბუნებაში. გაკვეთილები ეკოლოგიის თემაზე. მოგროვილი მასალის ელექტრონული ვერსიის შექმნა.

მონაწილეთა ასაკი-13 -15 წელი.

ვადები/ხანგძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა უკეთ გაეცნონ ბუნებას, შეიყვარებენ მას, გაამწვანებენ სკოლის გარემოს, მიაქცევენ ყურადღებას გარემოს სისუფთავეს, დამეგობრდებიან.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ენციკლობედია, ცხრილები-ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები და დაბინძურების წყაროები.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/:
აქტივობა 1. საპროექტო თემის არჩევა. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს.

აქტივობა 2. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებათ.

აქტივობა 3. მოსწავლეთათვის დავალებების მიცემა.

აქტივობა 4. პროექტის განხორციელება-მოსწავლეებმა შეაგროვეს სკოლის ეზოს  გამწვანებისთვის ნერგები, გაწმინდეს უბნები ნარჩენებისაგან. გააშენეს ნაძვის ხეები გადამწვარ ტერიტორიებზე. დარგეს დამოაწყვეს საკლასო ოთახში ქოთნის ყვავილები.

საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, ეკოლოგია, ეროვნული სასწავლო გეგმა.

პროექტის ხელმძღვანელი [მასწავლებელი]: მაყვალა აროშიძე.


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: aroshidzemakvala@gmail.com